ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი ჩამოწვა. ზვავმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი წაიღო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემასთან სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ისინი 60 წლამდე ქალს საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მათი თქმით, მეწყრის დროს სახლში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კაცმა ზვავს გამოასწრო.
სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია და დაზიანებულია მაგთიკომის სატელეფონო ქსელი.