მედიის ცნობით, ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა

ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფეთქება ჰარდას რაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ხანძარი ქარხანასთან ახლოს მდებარე 50-ზე მეტ სახლზე გავრცელდა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები.