ამერიკული ძალები ავიაიერიშებით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას, არღვევს ერაყის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, – ამის შესახებ ერაყის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, იაჰია რასულმა განაცხადა.
ერაყის არმიის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს მკვლელობა საჰაერო თავდასხმის გზით დედაქალაქ ბაღდადის საცხოვრებელი უბნის ცენტრში, სამოქალაქო პირების სიცოცხლის და საერთაშორისო კანონების უგულებელყოფით.
„კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ კოალიცია მუდმივად სცდება ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნის მიზეზებსა და მიზნებს. ეს ტრაექტორია აიძულებს ერაყის მთავრობას, შეწყვიტოს ამ კოალიციის მისია, რომელიც არასტაბილურობის ფაქტორად იქცა და ერაყის კონფლიქტის ციკლში ჩაბმის საფრთხეს აჩენს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ უგულებელყონ თავისი კონსტიტუციური მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რომლებიც მოითხოვს ერაყელებისა და ერაყის მიწის უსაფრთხოების დაცვას ყველა საფრთხისგან“, – განაცხადა იაჰია რასულმა.
აშშ-ის სამხედროებმა ავიაიერიში განახორციელეს დაჯგუფება, „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის წინააღმდეგ, რომელსაც ვაშინგტონი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმაში სდებდა ბრალს.