ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა.
ათონელის რეზიდენციაში მელია პირისპირ ხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყების წინ ნიკა მელიამ აღნიშნა, მიზანი ეროვნულია და კონსოლიდაციაზე საუბარი აუცილებელია.
„მიზანი იმდენად ეროვნულია, ვგულისხმობ, ევროპულ პერსპექტივას, ბუნებრივია, კონსოლიდაციაზე და გაერთიანებაზე საუბარი აუცილებელი. მაშინ რა გინდა პოლიტიკაში თუ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ვერ ახერხებ, თუნდაც კონსენსუსის გამონახვას ნებისმიერი შენთვის პერსონალურად მიუღებელ ადამიანთანაც კი. ჩემთვის არ არსებობს მიუღებელი იქ, სადაც დგას ქართველი ხალხის ინტერესი“, – აცხადებს ნიკა მელია.