მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგორი როდჩენკოვმა განაცხადა, რომ რუსული დროშა და ჰიმნი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ოლიმპიურ თამაშებზე.
„რუსული დროშა და ჰიმნი ოლიმპიურ თამაშებზე სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.
თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს სურს, შეინარჩუნოს რაიმე ავტორიტეტი, მან, მინიმუმ, 10-წლიანი დისკვალიფიკაცია უნდა მისცეს რუს სპორტსმენებს“, – მოჰყავს როდჩენკოვის სიტყვები ტელეკომპანია CNN-ს.
გრიგორი როდჩენკოვი 2016 წლის იანვრის შემდეგ ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორია.
Წყარო: პირველი არხი