პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახური იუწყება. ინფორმაციას strazgraniczna.pl ავრცელებს.
„პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა სამშობლოში საქართველოს 15 მოქალაქის დაბრუნების ოპერაცია განახორციელა, რომლებიც ჩარტერული რეისით გადაიყვანეს. ამ 15 ადამიანისგან 3 ადამიანი პოლონეთის სახელმწიფო უშიშროებას და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიდა“, – განაცხადეს უწყებაში.
ოპერაცია ევროკავშირის საგარეო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთობლივად ჩატარდა – «Collecting Return Operation». პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გარდა, ანალოგიური პროცესი შეეხო უცხოელებს გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთსა და ჩეხეთში.