ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოებას აძლიერებს, – ამის შესახებ გამოცემა Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების სფეროდან ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე 40 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გადაისროლა ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ეგვიპტის სამხედრო ტექნიკის გადასროლა იქამდე მოხდა, ვიდრე ისრაელი სამხედრო ოპერაციებს გააფართოებდა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰთან, რომელშიც ბევრი პალესტინელია კონცენტრირებული, რომლებიც სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გამოექცნენ ომს. როგორც წყაროების აღნიშნავენ, ამის ფონზე ეგვიპტეს ეშინია, რომ პალესტინელები მასობრივად დაიწყებენ ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადმოსვლას.
ცნობისთვის, ისრაელის ავიაციამ ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქი რაფაჰი დაბომბა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა მოემზადონ დევნილი ადამიანების ევაკუაციისთვის.