ბულგარეთში ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ბულგარეთში ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. მათ მინისტრის, კირილ ვატევის წინააღმდეგ აქცია დედაქალაქის ცენტრში გამართეს.

აქციაში მონაწილეობენ 26 სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ცოტა ხნის წინ მთავრობასთან ხელმოწერილი შეთანხმება პრობლემებს ვერ აგვარებს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის შტაბ-ბინასთან მდებარე მოედანი გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სტრატეგიული გეგმის გადახედვა და სუბსიდიების ლიმიტების გაზრდაა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს საკითხები წინა მოლაპარაკებების დროს იგნორირებული იყო.