ისრაელის სამხედრო ავიაცია ლიბანის სამხრეთში ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე ნაბატიეს რეგიონი გახდა. აფეთქებების ხმა ისმის ადჩიტში, ჩეჰაბიაში, ბუსლაიაში, კფარ დუნინსა და სუნეჰში, რომლებიც ისრაელის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარეობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ რაიონები რაკეტებით დაიბომბა. სარაკეტო იერიშს ისრაელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.