კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში ომის გაყინვა შესთავაზა.
როგორც პრესბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსკოვმა განაცხადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, ეს საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შუამავლების საშუალებით განიხილებოდა.