გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი სოსო ჩხაიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შედგა, შემდეგ ითამაშა ფილმებში:  „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟისორი – ლეილა გორდელაძე) და  „მხიარული რომანი“ (რეჟისორი – ლერი ხოტივარი).