გიორგი მამალაძე უდოს საფუძველზე გათავისუფლდა

 გიორგი მამალაძე თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ Newshub.ge-ს დაუდასტურა.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ის უდოს საფუძველზე გათავისუფლდა.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი  გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.