უკრაინა არ დანებდება და არც ჩვენ დავნებდებით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა „რამშტაინის“ ფორმატის მე-19 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
„უკრაინამ გაუძლო ამ შემოჭრას წარმოუდგენელი სიმამაცითა და ფენომენალური უნარით”, – აღნიშნა ოსტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს, თუმცა, შეერთებული შტატებისა და კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერა ურყევი რჩება, ვინაიდან ეს თავად ამერიკის უსაფრთხოების საბაზისო ინტერესებში შედის.