რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

გლადკოვის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, კიდევ 18 ადამიანი დაშავებულია.

როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, ქალაქ ბელგოროდში დაზიანებულია შვიდი კერძო სახლი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი. დაღუპულთა შორის არიან ცენტრის ვიზიტორები.

უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.