საფრანგეთი რაფაჰში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის იდეას ეწინააღმდეგება. განცხადება პრეზიდენტის ოფისმა ემანუელ მაკრონისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
„სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს განუცხადა, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგია, რადგანაც ამან შეიძლება მხოლოდ ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს. ეს კი რეგიონში ესკალაციის დამატებით რისკს შექმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.