ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

Რუსული არხის РТ ბოლო ინფორმაციით, ნავალნის თრომბი მოწყდა.