ვლადიმირ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსოვმა განაცხადა.
როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი წერს, მან დმიტრი პესკოვს ჰკითხა, იცის თუ არა პრეზიდენტმა ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
„დიახ, მას აცნობეს, მედიკოსები გაარკვევენ“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო.