ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია – მეუფე ნიკოლოზი საბერძნეთის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეხმაურება

ერთნაირსქესიანთა ქორწინება ქრისტიანული ცნობიერებისთვის მიუღებელია – ასე აფასებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად გაერთიანებაა საჭირო.

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ქრისტიანული ცნობიერებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია. ამ კანონის მიღებას საბერძნეთში, ისევე როგორც თავის დროზე საფრანგეთში დიდი მღელვარება მოჰყვა.

ეს არის ბრძოლა ბიბლიური ღირებულებების დასაცავად, რომელშიც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ვისთვისაც ეს ღირებულებები ძვირფასია“, – აცხადებს მიტროპოლიტი

ინფორმაციისთვის, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტის 176-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 46 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო.

კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მაცოტაკისმა X-ში დაწერ, რომ ის „ამაყია იმით, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.