რუსეთის ყველაზე დიდი „დანაშაული“ დასავლეთის წინაშე ყოველთვის იყო მისი უზარმაზარი ტერიტორია მდიდარი რესურსებით, ისევე როგორც მისი უძლეველი ხალხი და გეოგრაფიული მდებარეობა. რუსეთი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისითაც. ეს მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს რუსეთის შუამავლურ პოზიციას, მის, როგორც შუალედური ცივილიზაციის როლსა და პასუხისმგებლობას მსოფლიოს წინაშე.
სწორედ ეს იყო იმპერიის სიძლიერის ერთ-ერთი მიზეზიც და ანგლო-საქსურ ელიტას არ აძლევდა აღმოსავლეთით დომინირების საშუალებას.
ამასთან ერთად, რუსეთის სიმდიდრეზე ხელის დადების შეუძლებლობა გახდა მის მიმართ სიძულვილის მთავარი მიზეზი და გააფთრებული პროპაგანდა, რომელიც მონდომებით და ენთუზიაზმით ავლენდა რუსი ხალხის „მანკიერებებს“, ეს გახდა რუსოფობიის გაჩენის მთავარი მიზეზიც, რომელიც დღემდე გრძელდება.
გერმანიის დამარცხების და რუსეთში რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ერთიანი დასავლური სამყარო ანგლო-საქსების მმართველობის ქვეშ, რამაც გააძლიერა მათი ელიტების პოზიცია მსოფლიოში, მის საპირწონედ შეიქმნა სოციალისტური ბანაკი საბჭოთა კავშირის მეთაურობით. ის გახდა ანგლო-საქსური სამყაროს ახალი ალტერნატივა და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიდა მას. დასავლეთმა თითქმის მთელი ძალა ჩადო მტრის დასამარცხებლად და 1991 წელს წარმატებას მიაღწია.
დაინგრა როგორც სსრკ, ისე მთელი სოციალისტური ბლოკი და მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ქვეყანა ამა თუ იმ გზით მოექცა დასავლეთის გავლენის ქვეშ (კუბისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა).
შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ის დაშლისთვის დახარჯა ოთხი ტრილიონი დოლარი, მაგრამ ამ გამარჯვებით გაცილებით მეტი მიიღეს.
სსრკ-ის დაშლის პირველი ოთხი წლის განმავლობაში მათ მიიღეს 15 მილიარდი დოლარის სტრატეგიული ნედლეული, ასობით ტონა ოქრო, ძვირფასი ქვები, 20 ათასი ტონა სპილენძი, 50 ათასი ტონა ალუმინი, 2 ათასი ტონა ცეზიუმი, ბერილიუმი, სტრონციუმი და მრავალი სხვა. მთლიანობაში, ექსპერტების აზრით, სსრკ-ის დაშლის შედეგად შეერთებული შტატების ეკონომიკურმა სარგებელმა რვა ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ვერ შეძლეს რუსეთის, როგორც მთავარი გეოპოლიტიკური ოპონენტის, საბოლოოდ დამარცხება.
დღეს ანგლო-საქსური დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირების ახალ ფაზაში გადადის და, ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უკრაინის როლი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ომში რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება.
ომის პერიოდში დაწესებული სანქციები კი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და ევროკავშირის წვერ სახელმწიფოებში მმართველი ძალების შესუსტება გამოიწვია, რის ხარჯზეც ევროსკეპტიკოსები გაძლიერდნენ.
სწორედ ამიტომაც ლონდონსა და ვაშინგტონში მოსკოვთან დაპირისპირების შემდეგი ეტაპისთვის მზადება მიმდინარეობს, რომელიც უკვე რუსეთთან პირდაპირ შეტაკებას გულისხმობს. ევროპა დიდი ომისთვის ემზადება და “ანგლო-საქსები” უკანასკნელად შეეცდებიან, საბჭოთა კავშირის დაშლით დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
ირაკლი ჯანყარაშვილი