რუსეთი კოსმოსურ იარაღს ქმნის თანამგზავრების წინააღმდეგ – თეთრი სახლი

რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო შეიარაღების შექმნაზე მუშაობს, რომლის გამოყენებასაც კოსმოსში გეგმავს. აშშ-ის ადმინისტრაცია მოსკოვის ამ გეგმებს ძალზე სერიოზულად უყურებს. ამის შესახებ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამასთანავე, კირბი ამბობს, რომ ეს შეიარაღება ჯერჯერობით მზად არ არის, შესაბამისად უშუალო საფრთხე არ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარია იარაღზე, რომლითაც დედამიწაზე ნგრევის და მსხვერპლის გამოწვევაა შესაძლებელი. მან ასევე დაამატა, რომ ყველა დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ რუსეთის ამ ქმედებებს ამერიკის შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან .

როგორც ალბანეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რუსეთის საფრთხე ჯერჯერობით აქტიური არ არის, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაცია ამას ძალზე სერიოზულად აფასებს. ეს საკითხი აშშ-ის კონგრესშიც განიხილებოდა.

თავის მხრივ, მოსკოვი კოსმოსური ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კრემლში აცხადებენ, რომ ეს განცხადებები აშშ-ს ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონის მისაღებად სჭირდება.