ტრამპი პუტინზე: მას სურს ბაიდენი, რადგან აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს მისი დამსახურებით

ფაქტობრივად, კომპლიმენტი მითხრა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ მას ურჩევნია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს, ვიდრე ტრამპი, რადგან ბაიდენი „უფრო გამოცდილი და უფრო პროგნოზირებადია“.

„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ურჩევნია პრეზიდენტად, ვიდრე ტრამპი. ეს არის კომპლიმენტი და, რა თქმა უნდა, ის ამას იტყოდა.

მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ტრამპმა.