(ვიდეო) ვნახოთ, აბა, წურბელა მევახშის მიერ დაჩაგრულ, ვარკეთილში მცხოვრებ ოჯახს თუ დაიცავს ვაკის “ბომონდი”, გამოსახლებისგან!

ქ-ნი ციალა გურჩიანი-ტალახაძე შველას ითხოვს: ერთადერთ ბინას, თბილისის ვარკეთილის რაიონში, სადაც 3 ბავშვთან ერთად ცხოვრობს, წურბელა მევახშე, გულიკო ხატიაშვილი, რუსთავში კერძო სკოლა “მოძღვარი”-ს მფლობელი, ართმევს – მიუხედავად იმისა, რომ ვალის ნაწილი ქ-ნ ციალას დაფარული აქვს და მზად არის, თავისი დის დახმარებით, ვალის ძირი თანხა მთლიანად და ნაწილობრივ პროცენტიანადაც, დაუყოვნებლივ დაუფაროს. თუმცა, მევახშე ქალი უზომოდ დიდ თანხას ითხოვს და გონივრული შეთავაზებით არ კმაყოფილდება.

გამოსახლება 29 თებერვალს არის ჩანიშნული. ნამდვილად სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება თუ “ბომონდის” სინდრომით არის შეპყრობილი?! – 29 თებერვალს გამოჩნდება!