New York Times: ირანის უმსხვილეს გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას

14 თებერვალს ირანის უმსხვილეს გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ ორ დასავლელ და ერთ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა New York Times-ი წერს.

გამოცემის დასავლელი წყაროს მტკიცებით, გაზსადენზე განხორციელებული დარტყმები სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და წარმოადგენდა ირანისადმი გაფრთხილებას, რისი გაკეთება შეუძლია ისრაელს იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაცია მოხდება.

ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განხორციელდა დარტყმები – დრონების მეშვეობით, ასაფეთქებლით თუ სხვა საშუალებებით.