წერილში ზოგი “რთულად მოსაწონი” ფაქტია მოყვანილი, მაგრამ, ფაქტებია!

წერილში ზოგი “რთულად მოსაწონი” ფაქტია მოყვანილი, მაგრამ, ფაქტებია!
ერთადერთი რამ დაგვმართეს – ეს ერთ აზრად, ერთი განათლებით შეკრული ქვეყანა ათას აზრად დაგვყვეს!
დანარჩენი, დროის ამბავი იყო…
ჩვენი თაობის “პირველი მერცხალი” ე.წ. ზვიადიზმი იყო…
მოვლენა, რომელმაც და ძმას დაუპირისპირა და ცოლი ქმარს, შვილი მამას!
ამით საიკეთესოდ ისარგებლეს, ჰელსინკის კავშირის მამებმა და გაჩაღდა სამოქალაქო ომი…
ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარეს ერთი უხილავი დირიჟორი ჰყავდა?
გამოცვალეს ზვიადი შევარდნაძით!…
იმ უბედურება გავლილმა, ახალი იმედით გაბრუებულმა ხალხმა, “ადვილად დაკარგა” აფხაზეთიც და სოხუმიც, რადგან ბუნებრივ შედეგად მიიღო…
შემდეგ დადგა უკუნი – შუქი -არა! გაზი -არა! გაყინული წყვდიადი…
გადარჩენის იმედის სხივი, საზღვარგარეთ წასვლა გახდა ან სისტემის მსახურება…
წიგნსაც ხელი უშვა ქართველმა, ვის ეცალა დღისით წიგნისთვის, დაბნელდებოდა და ოჯახში თითო სენთელის ქონა ისეთი ფუფუნება იყო, წიგნზე ვინ დახარჯავდა?!
დაიწყო გაყოფა აქ დარჩენილებსა და ემიგრაციაში წასულებს შორის…
ერთნი უნებლიე შურით ივსებოდნენ, მეორენი უნებლიე კმაყოფილებით უკეთესი პირობებისგან და ოჯახის მათზე დამოკიდებულებისგან..
ვითომ ჩალპა შევარდნაძის სისტემა და იმიტომ გამოცვალეს?!
არა, ბატონებო, ცდებით, ძალიან ცდებით!!! უბრალოდ, გეგმის შემდეგი ნაწილის განხორციელებისთვის საჭირო თაობა წამოიზარდა და მოიყვანეს მიშა და პირველი, რაც გააკეთა ახალი თაობა ბუჩქებში შეიპატიჟა, ძველი კი ჩარეცხა!
აბა, “კმარას” რომ სისტემის შეცვლა დაბრალდა, გგონიათ, შემთხვევითი იყო?!
(მე მახსოვს, თეა თუთბერიძის პირველი შეჯახება რეალობასთან )))) , რადგან ჩემი მიწოდებული თემა იყო – ბორჯომის წყლის მითვისება შევარდნაძის კლანისგან – მონოპოლია!
მაშინ, ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი და “კონფლიქტების მართვის” ტრენინგზე გავიცანი..
2004 წლის გაზაფხული იყო..
რომ მოვუყევი, მივხედავთ მაგას, აბა, რისთვის მოვედითო?!
მაშინ “ჩავიხედე იმ “თავისუფლების ინსტიტუტში” , რომელსაც შინაგანი გრძნობით, სათოფეზეც არ ვეკარებოდი, ბევრი სხვადასხვა პირების პატიჟის მიუხედავად.
მოკლედ, თეას უთხრეს, შენ რამსები ხომ არ აგრევია, სად ეკვეხები, წყნარად და ჩუმად იყავი, ჯობიაო…იგივე უთხრეს გოგიჩაიშვილს, რამდენი რეპორტაჟიც გააკეთა ბიძაჩემთან ერთად, ჩაუშალეს ან დაუკუწეს, მონტაჟით. ბოლოს, ბიძაჩემი დაიჭირეს)
ეს გადახვევა , მაშინდელი რეალობის აღქმისთვის გავაკეთე…
ხოდა, ჩარეცხეს ძველი თაობა და კარგად გამოყვანილი ახალი თაობით, დაიწყეს საქართველოს აგრესიულად ნგრევა…
2007 წლის 7 ნოემბერი იყო ამ ბრძოლაში გადამწყვეტი, რომელიც წავაგეთ…
2008 წლის იანვარში გაჩეჩილაძეებმა გვიღალატეს და მავანმა მალევე მოკლა პატარკაციშვილი (2008 წლის 12 თებერვალს) და ერის სრული დემობილიზაციის მიზნით, წამოიწყეს “აგვისტოს ომი”!
ომმა ხალხს პატარკაციშვილის გადაავიწყა და გაჩეჩილაძეების ღალატი… დროებით, იმედია!
აბსოლუტური ხელისუფლება გახდნენ ნაცები და დაიწყეს და რა დაიწყეს…. ყველამ ვიცით…
ხალხის წინააღმდეგობამ პიკს მიაღწია 2011 წლის მაისში, და თუმცა გამყიდველი ბურჯანაძე ედგათ სათავეში, ხალხმა მაინც მოახერხა სისტემის საგრძნობლად შერყევა!!!
არიქა, სულ არ ჩამოიშალოსო და კულისებიდან გამოიყვანეს ბიძინა…
მიუხედავად 41 ნომრისა, პარტიის დასახელების სიმბოლიკისა და ასევე პარტიის დროშის სიმბოლიკისა , ასევე მოსახლეობის სრული დაბოლებისა “უფასო ფულით” , “საწვავის 1 ლარამდე ჩამოყვანის” თუ “დენის 3 თეთრზე” და მსგავსი სიგიჟეებისა, სხვა გზა არ იყო და მეც მივეცი ხმა…
და გაისმა მტრისთვის სანუკვარი სიტყვა “კოჰაბიტაცია” და დაიწყო და რა დაიწყო…
ვერავინ გაბედა და არც არავინ გაჰყვებოდა გაოგნებუსგან გაშეშებული, თორემ პირველივე სხდომა ბუსუსებიან პრეზერვატივზე რომ ჩაატარეს, აი, მაშინ უნდა მივდგომოდით და პანჩურებით გამოგვეყარა იქიდან მაგ დაცინვისთვის!!!!
დავიწყეთ 2016 წლის არჩევნების დალოდება იმ იმედით, რომ ნაცები დამთავრდებოდნენ , მაგრამ თურმე “სადა ბანაობ, შენა?!”
დადგა 2013 წლის 17 მაისი – ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ბიძინამ განაცხადა, რომ ყველა სასულიერო პირი პასუხს აგებს იმ დღეს პიდერების ჩაგვრისთვის!!! ანუ, ღიად და დაუფარავად დაიწყო მოქმედება – მოაყოლა რომ საზოგადოება ამას შეეგუება დროთა განმავლობაში და პატრიარქი არაა უშეცდომო და მისი კრიტიკა შეიძლებაო!
ხოდა, ჯერ მიშას დროებისთვის მომზადებული თაობა რა გამოდგა , ვნახეთ და ახლა, ბიძინას პირობებში, იმ თაობის მიერ მომზადებული შემდეგი რა იქნებოდა!?
რაც არის და რაც შეიქმნა უკვე ქუჩაში და მედიაში ვხედავთ 2018 წლიდან დღემდე, არა?!
2018 წლის წინ კი 2017 წელი იყო –
“გააგრძელე საქართველოს ისტორიას” განადგურება და დემონსტრაციული უარი, “დიდგორობა” გამოცხადებულიყო საერო დღესასწაულად – უქმე დღედ!!!!
2018 წელს ჩაწერეს კონსტიტუციაში ნატოსკენ სწრაფვაა ქართველი ერის უპირველესი ფასეულობაო!
2018 წელს შეიტანეს გენდერის თემა ბაღებში!
2019 წელს აამოქმედეს ის ავად სახსენებელი “ბავშვთა კოდექსი”
2020 წელს “გირჩი” პარტიად მოგვევლინა და შეათრიეს კიდეც პარლამენტში!
მთელი ეს წლები კი ყოველდღიურად, ყოველწამიერად ხდებოდა ყველაზე მთავარი – ქართველების ათასობით აზრად დაყოფა!
დაპირისპირება, დაპირისპირება, დაპირისპირება!
ყველაფრის ნებადართულობა და ავტორიტეტის ცნების დაკნინება!!!
რატომ გვაძლევენ იცით უფლებას თავისუფლად ვლანძღოთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც?!
მარტივი ხრიკია – თავისუფალი აზრის გამოხატვის ეგიდით თავად ეკლესიას ებრძვიან – ყველაზე მთავარს!!!
ნორმალურ ქართველს იძულებულს ხდიან გალანძღოს ჭიღლაძე-კოლხისნაირები, თან სამართლიანად, თავად კი , ნაღდ
სასულიერო პირებს ებრძვიან!!!
უპრიმიტიულესი, უმარტივესი ხრიკია, რომელიც ხელ-ფეხს უხსნით მათ საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის!
ამიტომ “იტანენ” ლანძღვასაც და პრეტენზიებსაც…
მერე ერთად წავლენ რწატორანში და იმღერებენ :”ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას”-ო…
ყველაზე ნათელი მაგალითი და უტიფრობის ვარსკვლავი კალაძეა!
რაც გინდა უთხარი, აქეთ დაგცინებს და მაინც თავისას გააკეთებს!!!
რისთვის ვწერე ამდენი?!
-გადარჩენისთვის!!!
ჩვენი გადარჩენა, ერთ აზრზე მოსვლა და ერთობაა დედაეკლესიის საუკეთესო წარმომადგენლების ირგვლივ!
ჩვენი გადარჩენა მხოლოდ უფლის ირგვლივ გაერთიანებითაა შესაძლებელი!!!
რასაც მე ვუყურებ, ბოლო წლებია, შეცდომებით თუ უშეცდომოდ (რაც ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია) ყველაფრის გათვალისწინებით, გლობალურ ბრძოლას, საქართველოში აწარმოებს ალტ-ინფო/ კონსერვატიული მოძრაობა!..
ვისაც “გეცოტავებათ” ეს ბრძოლა და მეტი გინდათ, დაუდექით გვერდში!
ისინი უკვე არსებობენ!
მათ აქვთ შედეგებიც!
დაუდექით გვერდში, რადგან ძალა მხოლოდ ერთობაშია!!!!
პ.ს. შეგახსენებთ, რომ ოფისში მისვლა სასაუბროდ შეგიძლიათ ყველას. ბიჭები ყველა მსურველს ესაუბრებიან, ადგილზე მისულს.
მალე დაიწყებენ გასვლას რეგიონებშიც!
♥️♥️♥️ უფალმა დაგვლოცოს საქართველოს გულშემატკივრები!
დაგვეხმაროს და სწორი გზით გვატაროს! ♥️♥️♥️
მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი