“ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ჩლუნგები არიან, თუ ისევ რაიმე ინსტრუქციით ხელმძღვანელობენ?” – არნო ხიდირბეგიშვილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, დასავლელი ობივატელისთვის გათვალისწინებული უკიდურესად ხელმისაწვდომი ფორმით, მთელ მსოფლიოს მოუთხრო – როგორ იქცევა დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში და რას იწვევს ეს.

ერთადერთი ადექვატური რეაქცია ნებისმიერ, მით უმეტეს, ასეთ სენსაციურ ბრალდებაზე არის პასუხი, რომლითაც დასავლეთი ან უარყოფს პუტინს და ახმოვანებს თავის სიმართლეს – თუ როგორ მოხდა ყველაფერი სინამდვილეში; ან ეთანხმება პუტინს და ირწმუნება, რომ ეს აღარ განმეორდება.

მაგრამ უკვე მეორე კვირა გადის და დასავლეთისგან პასუხი არ ისმის… არავითარი! ეს ნიშნავს, რომ იქ, დასავლეთში, ან ჩლუნგები არიან, როგორც ზადორნოვი ირწმუნებოდა, ანდა არაფერი აქვთ საპასუხო – პუტინი მართალია, თუმცა ამის აღიარების საშუალებას არ აძლევთ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ყოველთვის მართალია და რუსეთი ყოველთვის ცუდია.

16-18 თებერვალს მიუნხენში საიუბილეო, რიგით მე-60 ყოველწლიური საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია (MSC) ჩატარდა, სადაც მიიწვიეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცაღა კარგად იციან, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკის საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და რომ ამას წინათ, მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპული ტურნეს გამო საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილი კვლავ გაემგზავრა მიუნხენში მთავრობის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, როგორც წინა ვიზიტებისას! და, ჩვეულებისამებრ, მავნებლური სიტყვებიც არ დაეყოვნა.

   იბადება შეკითხვა: ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ჩლუნგები არიან, თუ ისევ რაიმე ინსტრუქციით ხელმძღვანელობენ? რატომ ექცევა ასე დასავლეთი საქართველოს, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა მსოფლიო საზომებითაც კი უპრეცედენტო ჩანაწერი, ალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ, რაც ეკლესიის შემოსასვლელში სანთლების ფასების პრეისკურანტის ბიბლიაში შეტანის ტოლფასია?

   თუმცა ეს ყველაფერი როდია: მიუნხენის კონფერენციის გახსნამდე 5 დღით ადრე გამოქვეყნდა მიუნხენის უსაფრთხოების 2024 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული მთავარი პოლიტიკური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მეცენატი, რომელმაც სამშობლოში 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა, მოხსენიებულია პრორუს ოლიგარქადრომელიც პასუხისმგებელია ბოლო ხანს დემოკრატიული გზიდან საქართველოს გადახვევასა და მის დაშორებაზე ევროკავშირისგან, ქართველი საზოგადოე-ბის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ”. შემდგომ ტრადიციულად გაკრიტიკებულია რუსეთი, რომელიც, თურმე თესავს არასტაბილურობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“,  ხოლო საქართველოს დასახელებულია არასტაბილურ” ქვეყნად, რომელიც “მყიფე მდგომარეობაშია, რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის ნაცრისფერ ზონაში გაეჩხირა”.

   თუ გვერდზე გადავდებთ მთელი დასავლური პოლიტიკური ხელმძღვანელობის მასობრივი სიგიჟის ვერსიას, აუცილებლად წარმოიქმნება ასოციაცია 1938 წლის 29 სექტემბრის მიუნხენის შეთანხმებასთან, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ ჩეხოსლოვაკია (სუდეტის ოლქი) ფაშისტურ გერმანიას გადალოცეს, რის გამოც ეს შეთანხმება ისტორიაში როგორც მიუნხენის შეთქმულება შევიდა (რომლითაც ხელი მოითბეს პოლონეთმაც და უნგრეთმაც). იმ განსხვავებით, რომ დღეს, ჩეხოსლოვაკიის ნაცვლად, სურთ არასტაბილური და მერყევი, მოლდოვასა და დასავლეთი ბალკანეთის მსგავსადნაცრისფერ ზონაში გაჩხერილი“ საქართველოს პრივატიზაცია, რომელსაც, მათი თქმით, ბუქსირზე აყვანა და დასავლეთისკენ გათრევა სჭირდება!

რაღაა სათქმელი?.. 90-იანი წლების მნახველი საქართველოს მოქალაქეებისთვის რთული არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ პრორუსი ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი დღეს მოულოდნელად დატოვებს ქვეყანას და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრება: სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი და უცხოური სამხედრო ინტერვენცია – ისევე, როგორც ეს 100-ზე მეტი წლის წინ მოხდა. ხოლო ვისაც ეს კატეგორიულად არ ესმის, ან სულელია, ან გიჟი, ან ნამდვილი გარეწარი.

დასავლეთის აზრი ამ სამიდან რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქართველები?

 

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმი გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი