?„მამაჩემი ვინ არის, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის… დედაჩემს ღამეებს უთენებდა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ყველა კაპიკი დახარჯა, რომ სამკურნალოდ წაეყვანა…“ – ბექა სიხარულიძე ოჯახზე

მერიკო კარტოზიას გადაცემაში, „ერთი ამბავი მერიკოსთან” სტუმრად გივი სიხარულიძის ვაჟი, ბექა სიხარულიძე იყო. სიხარულიძემ ცნობილ ოჯახზე და დედის გარდაცვალებაზე ისაუბრა და აღნიშნა:

„ჩემთვის პირადად დედაჩემი იყო ყველაფერი. ვინ არის მამაჩემი, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. ნამდვილი გივი სიხარულიძე თუ ვინმეს უნდა გაიგოს, მისი ახალი წიგნი უნდა წაიკითხონ, „აწყვეტილი სიცოცხლე“.

მამაჩემის მადლობელი ვარ… ის გივი სიხარულიძე, ვინც ხუმრობს, ამდენი ქალი… ეს ყველაფერი ჩემთვის შოუა… უამრავი რამ აქვს გაკეთებული. დედაჩემი რომ ავად იყო, ყველაფერი გააკეთა, ყოველი კაპიკი დახარჯა, რომ დედა მოსკოვში წაგვეყვანა. ყველაფერი გაუკეთა დედაჩემს, დედას ვბანდი, ფრჩხილებსაც ვუჭრიდი, ღამეს ვერ ვათენებდი. მამა უთენებდა ღამეებს, მისგან ერთი სიტყვა არ მახსოვს. ყველაზე ძნელი ეს იყო, როცა ეკლესიაში მივედი და ვთხოვე ღმერთს, რომ წაეყვანა. ანგელოზი ქალი იყო… “- თქვა სიხარულიძემ.