დასავლეთის ქვეყნების გეგმა ახლა არის უკრაინის არმიის დაშლის თავიდან აცილება, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შეჯამების შემდეგ აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მოკავშირეები ნაკლებს საუბრობდნენ კიევის მოსალოდნელ გამარჯვებაზე.
„პოლიტიკო“ წერს, რომ შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებმა წლევანდელი კონფერენცია გასული წლის კონფერენციას შეადარეს, სადაც დიდი რაოდენობით ტერიტორიების განთავისუფლებისა და კიევის მოახლოებული კონტრშეტევისთვის მზადების ფონზე, მოკავშირეები დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინის გამარჯვებაში, მაგრამ კონტრშეტევა ჩაიშალა და სახმელეთო კამპანია შეჩერდა
„უკრაინულმა და რუსულმა ძალებმა საარტილერიო პინგ-პონგის თამაში დაიწყეს 600 მილის ფრონტზე. კიევმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწია შავ ზღვაში, ჩაძირა რამდენიმე რუსული ხომალდი სტრატეგიულ საზღვაო გზაზე, მაგრამ ამან ცოტა რამ გააკეთა მიმდინარე ომის ოპტიკის გასაუმჯობესებლად. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, განსაკუთრებით კიევსა და მოსკოვში, ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.