ქუთაისში, მწვანე ყვავილას სასაფლაოზე ცოცხალი ადამიანების ფოტოების და ბოქლომები იპოვეს დამარხული.
როგორც ადგილობრივი მედია, “მეგა ტვ” წერს, ფოტოები და ბოქლომები სამ სხვადასხვა საფლავში იყო ჩამარხული. ფაქტს აღშფოთებული მოსახლეობ ეხმიანება:
„მაგის გამკეთებელი უნდა დამარხო ცოცხლად, მადლია“
„ღმერთო, როგორ არაფრის ეშინიათ, არ ყავთ შვილმომავალი, რას უტოვებენ მაგათ?“ – წერენ კომენტარებში.