“ახლა ვზივარ, ვუყურებ ფოტოზე აღბეჭდილ ძეგლს, ვუყურებ ჯარისკაცის ტრაგიკულ სახეს და ვტირი” – ჯენი ბურჯანაძე ავდეევკაში გადარჩენილ ძეგლზე

საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი უკრაინის ქალაქ ავდეევკაში, შემთხვევით გადაურჩა ზელენსკის ვანდალებს. ქვაში გამოკვეთილ ჯარისკაცს დატანჯული სახე და ნაღვლიანი თვალები ზეცისკენ აქვს აპყრობილი.გეგონებათ, იგი თავისიანებს ელისო.

ნიშანდობლივია,რომ ჯარისკაცს ოცნება 10 წლის შემდეგ “ახდა.” მას თავისიანებმა (რუსებმა) “მიუსწრეს” და “გადაარჩინეს”. და ეს მაშინ, როდესაც ბანდერელებმა, კოლექტიური დასავლეთის ბრძანებით, სრულიად უკრაინაში დაანგრიეს საუკუნოებით შექმნილი და ნალოლიავები კულტურის ასობით ნიმუში, ასევე, დაამსხვრიეს საბჭოთა პერიოდში დადგმული გამოჩენილი ადამიანების (მწერლების,პოეტების, ხელოვნების დამსახურებული მუშაკების და ა.შ.) მონუმენტები, ქანდაკებები, ბიუსტები… ტანკებით გადაუარეს დიდი სამამულო ომის მონაწილეების ძვალშესალაგებს, მიწასთან გაასწორეს მეორე მსოფლიო ომის გმირების თუ რიგითი ჯარისკაცების ძეგლები, შინმოუსვლელთა საფლავები და მემორიალები…

გული მწყდება, რომ ვერაფრით გავიგე ავდეევკაში გადარჩენილი ძეგლის (“საბჭოთა მებრძოლი”) ავტორის ვინაობა. არადა, აღფრთოვანებული ვარ მოქანდაკით, რომლის ჩანაფიქრს წლების შემდეგ რეალურად შეესხა ფრთები, რამეთუ მის მიერ ქვაში გამოკვეთილ გმირთან რეალურად მივიდნენ “თავისიანები.” დიახ, რუსი მებრძოლები უნდა დაბრუნებულიყვნენ ავდეევკაში და დაბრუნდნენ კიდეც.

ჰოდა, ახლა ვზივარ, ვუყურებ ფოტოზე აღბეჭდილ ძეგლს, ვუყურებ ჯარისკაცის ტრაგიკულ სახეს და ვტირი… ცრემლები ჩემდაუნებურად მომდის.

 

ჯენი ბურჯანაძე