ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები პოლონეთში ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის სპეცსამსახურები პოლონეთში ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენ.

„კიდევ ერთი ოპერატიული ინფორმაცია. სიტყვა-სიტყვით ვციტირებ. პოლონეთის და ამერიკის დაზვერვა ამზადებს ფართობმასშტაბიან პროვოკაციას პოლონეთში ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ, რაშიც ბელარუსს და რუსეთს დაადანაშაულებენ“, თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონელები ბელარუსელი მაღალჩინოსნების გადაბირებასაც ცდილობენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დივერსანტები დააკავეს.