რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქართველ “ნაიომნიკს” მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა კიევის რეჟიმის შენაერთებს შორის, რომლებიც “აზოვსტალში” იყვნენ გამაგრებულნი და შემდეგ, ტყვედ ჩაბარდნენ რუსეთის არმიას (გაწერელია იხ. ვიდეოზე, სტატიის ბოლოს).
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური სააგენტო – ТАСС, რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
◾️ გაწერელიას პატიმრობა დონეცკის სასამართლომ მიუსაჯა.
◾️ ქართველ მებრძოლს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მოკვლა, ამასთან ყველანაირი მოლაპარაკების მცდელობა რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლისა, უშედეგო აღმოჩნდა.
◾️ მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლია, მან 2022 წელს გაწყვიტა კონტრაქტი, უკრაინაში გაემგზავრა და მალე ე. წ. უცხოური ლეგიონის წევრი გახდა.
იმედია, ეს ფაქტი გაკვეთილი აღმოჩნდება ყველა სხვა “ნაიომნიკისათვის” და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან, სანამ ჯერ კიდევ დრო აქვთ.