უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო პუნქტების გადაკეტვას აანონსებენ.
დუდას განმარტებით, სახელმწიფოს ფერმერებისთვის პროტესტის აკრძალვა არ შეუძლიათ.
„ვწუხვარ შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე გთხოვთ გახსოვდეთ, რომ პოლონეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პროტესტის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.
ეს მართლაც რთული პრობლემაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაიწყო. ყველაფერი რუსეთის აგრესიის ბრალია და სხვა არავის
პოლონეთმა ბაზარზე კრიზისის, მათ შორის მარცვლეულის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო თავისი შიდა ბაზარი დაკეტა უკრაინული მარცვლეულისთვის, მაგრამ მას არ დაუბლოკავს პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანზიტის შესაძლებლობა“, – აცხადებს დუდა.
შეგახსენებთ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე საპროტესტო აქციები 2023 წლის ნოემბრიდან გრძელდება. ფერმერები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის შეჩერებას, ხოლო პოლონელი გადამზიდველები უკრაინელებისთვის ტვირთების გადაზიდვაზე ნებართვების გაცემის პრაქტიკის დაბრუნებას ითხოვენ.