“როცა საშიშ მეტოქეზე ვფიქრობ, თვალწინ ილია თოფურია წარმომიდგება” – რას აცხადებს სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი შონ ო,მალი

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული 18 თებერვალს მოიპოვა, თუმცა სპორტულ მედიაში ეს ფაქტი დღემდე აქტიური განხილვის თემაა.

ამჯერად, ილია თოფურიას შესახებ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა შონ ო’მალმა ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტიტულის დაიცავს, ქვემსუბუქ დივიზიონში გადანაცვლება და მის ახალ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან შერკინება სურს.

„როცა შიშისმომგვრელ მეტოქეზე ვფიქრობ, ეს ილია თოფურიაა. მას შეუძლია ჩააქროს შენი შუქი და ცხოვრება შეგიცვალოს. ის შიშის მომგვრელი მეტოქეა“, – ამბობს შონ ო’მალი. 

შეგახსენებთ, ილია თოფურიას კარიერაში ჯერ არ წაუგია.