დეპუტატებმა პარლამენტში მეგრულ და სვანურ ენებზე ისაუბრეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ კორძაიამ სვანურ, ანა წითლიძემ და ირაკლი ზარქუამ კი მეგრულ ენაზე გააკეთეს განცხადებები.
თამარ კორძაიამ და ირაკლი ზარქუამ მას შემდეგ გააკეთეს განცხადებები, რაც ანა წითლიძემ დეპუტატებს მიმართა, გამოხატონ პოზიცია და ნუ შეეშინდებათ მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების მხარდაჭერა.
ამასთან, ანა წითლიძემ კოლეგებს მოუწოდა, პარტიული ინტერესები უკან გასწიონ და იმუშაონ, რათა მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენაში სახელმწიფომ თავისი აქტიური როლი შეასრულოს.
ანა წითლიძის განმარტებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და გამარჯვების კოალიციას აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ამ ენების განვითარება, ინსტიტუციონალური მხარდაჭერა და გადარჩენა.