ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლმა, სახელად კომანდერმა თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები სულ მცირე 24-ჯერ დაკბინა. ამის შესახბ ახალ დოკუმენტებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.
CNN-ის ინფორმაციით, ეს რიცხვი არ შეიცავს შემთხვევებს, როდესაც კომანდერმა თეთრი სახლის სხვა თანამშრომლები და სხვა უწყებების წარმომადგენლები დაკბინა.
მისივე ცნობით, სიტუაცია იმდენად სერიოზული იყო, რომ თანამშრომლები „იძულებულები იყვნენ, შეეცვალათ ქცევის წესები, რათა ტრავმებისთვის აერიდებინათ თავი“. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, 6 ნაკერი დაადეს.
გასული წლის ოქტომბერში Fox News-ი წერდა, რომ ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა გადაწყვიტეს, კომანდერი თეთრი სახლიდან წაეყვანათ – მიზეზად ძაღლის აგრესიული ქცევა დასახელდა.