Დმიტრი პესკოვი – ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს

ვლადიმირ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინს ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი უხამსი განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი,  შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო, ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს,  პუტინს გიჟი უწოდა. ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ გვყავს გიჟი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.