“სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ბევრი სამუშაო გვაქვს. შეიძლება თუ არა, ეს კიევი იყოს? დიახ, ალბათ, ეს კიევი უნდა იყოს. ამას ორი მიზეზი აქვს…” – რა განაცხადა მედვედევმა

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბოლოო მიზანი კიევი უნდა იყოს.

„სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ბევრი სამუშაო გვაქვს. შეიძლება თუ არა, ეს კიევი იყოს? დიახ, ალბათ, ეს კიევი უნდა იყოს. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – კიევი რუსული ქალაქია. მეორე – მას აკონტროლებენ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომელთა სათავეშიც აშშ დგას“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, ეს მიზანი შეიძლება მიღწეული იყოს ან ახლა, ან გარკვეული დროის შემდეგ, კონფლიქტის სხვა ფაზის განვითარების დროს.