„Son of bitch“ – ასე უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ბაიდენის თქმით, პუტინი და მისი მსგავსი ადამიანების გამო ბირთვული კონფლიქტის საფრთხე არსებობს.
„ჩვენ გვყავს გიჟი – son of bitch, როგორიცაა პუტინი და სხვები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია“, – განაცხადა ბაიდენმა.