ბათუმში, სავარაუდოდ, “მაიდნის” მოწყობის სპეციალისტები იმყოფებიან

ეს ორგანიზაციები – BCHB BELARUS და MAIDAN BATUMI – ბათუმში პერმანენტულად აწყობენ უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს, რომელშიც მონაწილეობას ბელარუსიელი ოპოზიციონერები იღებენ. აქციების მიზანი ნათელია და მას საქართველოს ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.

ზუსტად 2 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია დაიწყო… რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსის რესპუბლიკიდან საქართველოში გამოქცეული ოპოზიციონერი აქტივისტები კი ბათუმში პროვაკიციული შეკრებების ორგანიზატორებად მოგვევლინენ.

“მაიდანი ბათუმი” – ორგანიზაცია, რომლის მოღვაწეობაც საქართველოში დაგეგმილი გადატრიალების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და USAID-ის მხრიდან ფინანსდება, ხოლო აქციისთვის საჭირო შესაბამისი ატრიბუტიკით აქაური “პროდასავლური” პარტიები ეხმარებიან.
მაგალითად, კადრში ხედავთ “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ოფისს, რომელიც “მაიდანი ბათუმს” აქტიურად უჭერს მხარს.

ამ ორგანიზაციების BCHB და MAIDAN BATUMI, ერთ-ერთი მიზანი ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხში შეყვანა და დაძაბულობის შემოტანა გახლავთ, რომელიც მეორე ფრონტის გახსნით უნდა დასრულდეს.

ჩემი ინფორმაციით, ბათუმში ასევე იმყოფება ანდრეი გენადიევიჩ პოლიაკოვი, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში “მაიდანების” და მიტინგების ორგანიზატორი და ნავალნის მარჯვენა ხელი, რომელიც დღემდე იღებს დასავლური ომის პარტიებისგან ფინანსურ მხარდაჭერას და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში საკუთარი წვლილი შეაქვს ანტისახელისუფლებო პროპაგანდის წარმოებაში. ის დღეს საქართველოში, ბათუმშია ცდილობს პოლიტიკური ამინდის შექმნას.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი