ჩინეთში, საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა

ჩინეთის ქალაქ ნანკინის, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.

ჩინეთში, საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა

 

როგორც მედია წერს, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობაზე გავრცელდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.