რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ერთსულოვანია.
„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა.რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.