“მენშევიკების ნაშიერები ისევ მოუწოდებენ თურქეთს, გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს, ამერიკას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს: “უთოფოდ დაიპყარით საქართველო,შემოდით, გვიხმარეთ, როგორც გინდათ!” – ჯენი ბურჯანაძე 25 თებერვლის შესახებ

საქართველოს გასაბჭოების თარიღი -25 თებერვალიხალხის მტრებს საქართველოს “ოკუპაციის”დღედ აქვთ გამოცხადებული, ხოლო 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღად. Ладушки! რევანში მიღწეულია – საქართველო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, სოციალისტური ფორმაცია დასამარებულია, მშრომელი ხალხი კი მიწასთან არის გასწორებული. ლამის ნიფხვიდან ამოხტეს სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს დროებით მთავრობის, ჟორდანიას უშიშროების დამსჯელი რაზმის სამმართველოს უფროსის – კედიას შვილიშვილი.დიახ, ის სალომე, რომლის წინაპარების კისერზეა საქართველოს ტერიტორიების განახევრება, ომები…

ვაგლახ,რომ ისტორია ისევ განმეორდა… მენშევიკების ნაშიერები ისევ მოუწოდებენ თურქეთს, გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს, ამერიკას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს: “უთოფოდ დაიპყარით საქართველო, შემოდით საქართველოში, გვიხმარეთ, როგორც გინდათ, წაიღეთ ჩვენი მადანი, წყალი, ჰაერი, მიწა, წიაღისეული! წაიღეთ იაფად, ნისიად(განვადებით), წაიღეთ ყველაფერი!.. საქართველოში გახსენით,რაც შეიძლება, მეტი საწარმოები, სავაჭრო ობიექტები, კაზინოები, ღამის ბარები, რესტორნები, ნარკოკლუბები, ბორდელები და “ხეხეთ”ჩვენი ქალები. გპირდებით: ჩვენ მოგაწვდით მაღალკცალიფიციურ ნორჩ მეძავებს,რომელთა დაოსტატებაზეც მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ.

და, აი, გარედან მოსული მტრები, თითქმის სამი ათეული წელია, მასპინძლის სტატუსით დამკვიდრდნენ და მკვიდრდებიან ქართულ მიწაზე. მადააშლილ უცხო თესლსაც მიაქვს ყველაფერი, მიაქვს და სიბინძურის ჭაობში ახრჩობს, ნარკოტიკებით ხოცავს საქართველოს მომავალ თაობებს.

ე.წ. პრეზიდენტს კი ცა ქურდად არ მიაჩნია, ლანძღავს სტალინს, დიდებით მოიხსენიებს მენშევიკური მთავრობის წევრებს,რომლებმაც საქართველო შაგრენის ტყავივით დააპატარავეს,მოკლეს ილია ჭავჭავაძე და პატრიარქი კირიონი; გაიტაცეს ქართული განძი, გაძარცვეს სახელმწიფო ხაზინა და სასიკვდილოდ გაწირეს იუნკერები.

თქვენ კი,ზოგიერთო ტვინგამორეცხილო ქართველნო,იკითხეთ ცრუ ისტორიკოსების წიგნები, ხბოს აღტაცებით უყურებთ თვალებში “ცრუ”-ს სტაჟიან აგენტს, სალომე ზურაბიშვილს,მეტიც, ტაშის ბუფონადაში გაჰხვიეთ ადრინდელი, ახლანდელი,თუ მომავლოში მოსული “დემოკრატიული” მთავრობების წევრები.

დადგება დრო და, თქვენ,ამერიკის,”ნატოს,” ევროკავშირის ტრფიალნო, გასამათლდებით,თქვენთან ერთად გასმართლდებიან თქვენი გონების დამბნელებლებიც – დოლარ-ევროებზე გაყიდული ცრუ ისტორიკოსები!

ჯენი ბურჯანაძე

P. S. მეგობრები პირად შეტყობინებებში მილოცავენ საქართველოს გასაბჭოების თარიღს – 25 თებერვალს. გაოცებული ვარ, რა გვაქვს მოსალოცი მაშინ, როცა ვერ შევინარჩუნეთ წინაპრების მონაპოვრები,როცა რევანშიტებს – მენშევიკების ბინძურ ნაშიერებს ვაბოგინებთ ქართულ მიწაზე, როცა ბატონებად გვყვანან დასმული ქართველი ერის მტრები, მანქურთები, რომლებსაც არანაკლები წვლილი მიუძღვით საბჭოთა ძმური რესპუბლიკების კავშირის_დანგრევაში და სოციალისტური ფორმაციის დემონტაჟში…

რა გვეზეიმება,როდესაც ჩვენი ქვეყანა კოლექტიური დასავლეთის პატიმარია, საქართველო ამერიკის კოლონიაა,ხოლო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დამონებული
და ღირსებააყრილია?!

მოსალოცად გვაქვს საქმე?! არადა და არა!!! ჩვენ, 2024 წლის 25 თებერვალი, ერთმანეთს კი არ უნდა მივულოცოთ, ერთმანეთს უნდა მივუსამძიმროთ საქართველოს დღევანდელი უსაოსო ყოფა.
???

ფოტოზე: წითელი არმია საქართველოში,
თბილისში, შემოვიდა.
(1921 წელი,25 თებერვალი)

ჯ. ბ.