ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს

„მაკვირვებს, როცა ზოგიერთს საერთოდ არ აწუხებს, რომ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ საქმე შეიძლება, გერმანიის ომში ჩაბმამდე მივიდეს იმის გამო, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, აუცილებელია ბალანსის დაცვა კიევის რეალურ საჭიროებებსა და „ტაურუსის“ შესახებ დისკუსიებს შორის. გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინას ახლა უპირველეს ყოვლისა საბრძოლო მასალის დანაკლისი აქვს.

„ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას გერმანიისგან უკრაინა ითხოვს. ამ რაკეტებით სამიზნეების განადგურება 500 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი.