2023 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო ინარჩუნებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის შუალედურ პოზიციას, რუსეთის მიმართ “მეგობრული” და “არამეგობრული” დამოკიდებულების თვალსაზრისით. ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე, სხვადასხვა კომუნიკაციური მაჩვენებლების მხრივ, საზოგადოებრივ დონეზე, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის (რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), მე-11 ადგილს იკავებს. –
– ამის შესახებ “როსია სეგოდნიას” ეთერში (ბმული იხ. ორი ნიუსით ზემოთ) განაცხადა Национальный исследовательский институт развития коммуникаций-ს დირექტორის მოადგილემ ვალენტინა კომლევამ. ამავე ორგანიზაციის დირექტორმა ვლადისლავ გასუმიანოვმა აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები გადაეგზავნება რუსეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. განხილვას დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სენატის, გოსდუმის, “როსსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენლები.
ყოველწლიური რეიტინგი, რომელსაც კომუნიკაციების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს, მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის ხელისუფლების მხრივ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ პოლიტიკის გამომუშავებაში.