სლოვაკეთიდან არცერთი ჯარისკაცი არ წავა უკრაინაში

ნატო და ევროკავშირი უკრაინაში ჯარების განთავსებას განიხილავენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მთავრობისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
სლოვაკეთიდან არცერთი ჯარისკაცი არ წავა უკრაინაში

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბრატისლავა არასოდეს წარადგენს წინადადებას უკრაინაში სლოვაკი ჯარისკაცების ყოფნის დამტკიცების შესახებ.

რობერტ ფიცოს განცხადებით, ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ დაუშვა შესაძლებლობა, რომ მათსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, ნატო-ს ჯარისკაცები იმოქმედებენ უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ უცნობია, რა ამოცანებს შეასრულებენ ისინი უკრაინაში, რადგან მასალები გასაიდუმლოებულია.

„სლოვაკეთიდან არცერთი ჯარისკაცი არ წავა უკრაინაში“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.