უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს

უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს

უნგრეთი ნატო-ს წევრი უკანასკნელი ქვეყანა იქნება, რომელიც შვედეთის ალიანსში წევრობის განცხადის რატიფიცირებას მოახდენს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაწევრიანება უნდა მოხდეს. ნატო თავდავითი ალიანსია. ჩვენ ვქმნით ალიანსს, რათა დვიცვათ საკუთარი თავი გარედან თავდასხმისგან. ამაზე სერიოზული ვალდებულება არ არსებობს. შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე ვთხოვ კანონმდებლებს, დღევანდელ კენჭისყრაზე დაამტკიცონ კანონპროექტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმს დიდი ხნის ურთიერთობებში არსებობს სადავო საკითხები.

„ბევრმა სცადა ჩვენი დავების დარეგულირებაში გარედან ჩარევა, თუმცა ამან არ უშველა, არამედ ხელი შეუშალა საქმეს.უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა და არ მოითმენს, რომ სხვებმა უკარნახონ იქნება ეს შეთანხმების შინაარსი თუ მისი ვადები“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთსა და შვედეთს შორის განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა ისინი აზრთა სხვადასხვაობებს გაგებით უყურებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთთან ავიაგამანადგურებლების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.