ზელენსკიმ პირველად დაასახელა დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობა

კიევის რეჟიმის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ორწლიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, პირველად დაასახელა დაღუპულ უკრაინალ ჯარისკაცთა რიცხვი, – იუწყება “ნიუ-იორკ ტაიმსი”.

მისი ინფორმაციით, დაღუპულ სამხედროთა საერთო რაოდენობა 31.000-ს აღწევს. ამასთან, ზელენსკიმ უარი განაცხადა დაჭრილი და დაკარგული ჯარისკაცების რაოდენობის გამჟღავნებაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთს ამ ინფორმაციით საშუალება მიეცემა, გამოთვალოს უკრაინის აქტიური ძალების მოცულობა.

ზელენსკის მიერ გაჟღერებული მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება – აღნიშნავს ამერიკული გაზეთი.