ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.
ისრაელი მუშაობს, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული დარტყმებისგან. მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა ერდანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.