მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის თქმით, რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
„დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალური წესით გაგზავნის შესახებ. მაგრამ დინამიკაში არაფერი უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ მოიგოს ეს ომი“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.