თურქეთში, მამაწმინდის ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ლოცვა-კურთხევით, 26 თებერვალს, სოფელ ბორჩხაში, რომელიც მდებარეობს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მამაწმინდის ტაძარში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.
თურქეთში, მამაწმინდის ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა

საპატრიარქოს ცნობით, ღვთისმსახურება აღასრულეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტაძარი, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში აიგო და მოიხატა. თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით იგეგმება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა.